ტრენინინგის მეორე დღის რეფლექსია
მე-2 დღე საინტერესო და მრავლისმომცემი აღმოჩნდა. პირველ რიგში, შევაჯამეთ წინა დღის შედეგები.შევიხსენეთ შემდეგი:ტრენინგის ამოცანები და მიზნები, ვიუვერი-ელექტრონული სახელმძღვანელო; დავათვალიერეთ სასწავლო პროექტის ნიმუშები. ვისაუბრეთ ტრადიციულ სწავლებასა და პროექტებით სწავლებაზე. გავეცანით ტრენინგის მე-2 დღის მიზნებს: პროექტის მოთხოვნის გაცნობა; პუბლიკაციის მომზადება პროექტის სწავლების თემაზე; გამოცემის მომზადება ; რეფლექსია. ერთმანეთს გავაცანით საკუთარი იდეები პროექტთან დაკავშირებით. ვისწავლეთ, როგორ უნდა შევცვალოთ ბლოგის დასახელება. გავეცანით პროექტის მოთხოვნებს,რომ პროექტზე დაფუძნებული სწავლა საგაკვეთილო პროცესში ინტეგრირების მრავალგვარ შესაძლებლობას იძლევა; პროექტებზე და ფუძნებული სწავლა მოსწავლეებს პრობლემის გამოძიებისკენ უბიძგებს და მათ აქტიურ როლს ანიჭებს. ამის შემდეგ გავეცანით პროექტის მახასიათებლის ჩეკლისტს,რომელიც სამუშაოს ორგანიზებისთვის მართლაც შესანიშნავია. ამის შემდეგ მოვამზადეთ პროექტის იდეაზე დაფუძნებული პუბლიკაცია, რომლითაც გავაცნობთ ს