მე-2 დღე საინტერესო და მრავლისმომცემი აღმოჩნდა. პირველ რიგში, შევაჯამეთ წინა დღის შედეგები.შევიხსენეთ შემდეგი:ტრენინგის ამოცანები და მიზნები, ვიუვერი-ელექტრონული სახელმძღვანელო; დავათვალიერეთ სასწავლო პროექტის ნიმუშები. ვისაუბრეთ ტრადიციულ სწავლებასა და პროექტებით სწავლებაზე. გავეცანით ტრენინგის მე-2 დღის მიზნებს: პროექტის მოთხოვნის გაცნობა; პუბლიკაციის მომზადება პროექტის სწავლების თემაზე; გამოცემის მომზადება ; რეფლექსია. ერთმანეთს გავაცანით საკუთარი იდეები პროექტთან დაკავშირებით. ვისწავლეთ, როგორ უნდა შევცვალოთ ბლოგის დასახელება. გავეცანით პროექტის მოთხოვნებს,რომ პროექტზე დაფუძნებული სწავლა საგაკვეთილო პროცესში ინტეგრირების მრავალგვარ შესაძლებლობას იძლევა; პროექტებზე და ფუძნებული სწავლა მოსწავლეებს პრობლემის გამოძიებისკენ უბიძგებს და მათ აქტიურ როლს ანიჭებს. ამის შემდეგ გავეცანით პროექტის მახასიათებლის ჩეკლისტს,რომელიც სამუშაოს ორგანიზებისთვის მართლაც შესანიშნავია. ...
ტრენინგის მე-3 დღე ისეთივე ნაყოფიერი აღმოჩნდა,როგორც პირველი და მეორე დღე. გავიხსენეთ და შევაჯამეთ ორივე დღის ნამუშევრები, ამის შემდეგ კი გავეცანით მე-3 დღის განრიგს, რომელც მოიცავდა სასწავლო პროექტის დაგეგვმას. დაგეგმვისას მასწვლებელმა, პირველ რიგში, უნდა განსაზღვროს, რა სტანდარტზე გადის ეს პროექტი, შემდეგ კი ხდება სასწავლო მიზნების შემუშავება, რომელშიც უნდა იყოს გაწერილი, რა გვსურს,რომ მოსწავლეებმა იცოდნენ და გაიგონ. მოვძებნეთ ჩვენი პროექტის სტანდარტები ესგ-დან. ამის შემდეგ დავიწყეთ სასწავლო პროექტის შაბლონის შევსება; გავეცანით სხვადასხვა პროექტის გეგმის ნიმუშს. სტანდარტების დადგენის შემდეგ განვიხილეთ ვიუვერში მოდული 2-ის ნაბიჯი 2.-სასწავლო მიზნების შემუშავება. სასწავლო პროექტის დაგეგვმის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია მოსწავლეთა მიერ შესასწავლი საკვანძო საკვანძო საკითხების გამოვლენა. მიზნები კი უნდა იძლეოდეს დაკვირვებისა და შეფასების საშუალებას. გავეცანით ბუნდოვან, დავალებაზე ორიენტირებულ მიზნებს და სპეციფიკურ, სწავლებაზე ორიენტირებულს. ვიუვერი...
Комментарии
Отправить комментарий