მე-2 დღე საინტერესო და მრავლისმომცემი აღმოჩნდა. პირველ რიგში, შევაჯამეთ წინა დღის შედეგები.შევიხსენეთ შემდეგი:ტრენინგის ამოცანები და მიზნები, ვიუვერი-ელექტრონული სახელმძღვანელო; დავათვალიერეთ სასწავლო პროექტის ნიმუშები. ვისაუბრეთ ტრადიციულ სწავლებასა და პროექტებით სწავლებაზე. გავეცანით ტრენინგის მე-2 დღის მიზნებს: პროექტის მოთხოვნის გაცნობა; პუბლიკაციის მომზადება პროექტის სწავლების თემაზე; გამოცემის მომზადება ; რეფლექსია. ერთმანეთს გავაცანით საკუთარი იდეები პროექტთან დაკავშირებით. ვისწავლეთ, როგორ უნდა შევცვალოთ ბლოგის დასახელება. გავეცანით პროექტის მოთხოვნებს,რომ პროექტზე დაფუძნებული სწავლა საგაკვეთილო პროცესში ინტეგრირების მრავალგვარ შესაძლებლობას იძლევა; პროექტებზე და ფუძნებული სწავლა მოსწავლეებს პრობლემის გამოძიებისკენ უბიძგებს და მათ აქტიურ როლს ანიჭებს. ამის შემდეგ გავეცანით პროექტის მახასიათებლის ჩეკლისტს,რომელიც სამუშაოს ორგანიზებისთვის მართლაც შესანიშნავია. ...
Этот комментарий был удален автором.
ОтветитьУдалитьმოგესალმებით ქ-ნო ლეილა. ვნახე თქვენი პორტფოლიო. ძალიან მომეწონა თქვენი პროექტის თემა და მთავარი კითხვა, პროექტის დაგეგმვა. გისურვებთ შემდგომ წარმატებებს.
ОтветитьУдалить