ტრენინგის მე-3 დღე ისეთივე ნაყოფიერი აღმოჩნდა,როგორც პირველი და მეორე დღე. გავიხსენეთ და შევაჯამეთ ორივე დღის ნამუშევრები, ამის შემდეგ კი გავეცანით მე-3 დღის განრიგს, რომელც მოიცავდა სასწავლო პროექტის დაგეგვმას. დაგეგმვისას მასწვლებელმა, პირველ რიგში, უნდა განსაზღვროს, რა სტანდარტზე გადის ეს პროექტი, შემდეგ კი ხდება სასწავლო მიზნების შემუშავება, რომელშიც უნდა იყოს გაწერილი, რა გვსურს,რომ მოსწავლეებმა იცოდნენ და გაიგონ. მოვძებნეთ ჩვენი პროექტის სტანდარტები ესგ-დან. ამის შემდეგ დავიწყეთ სასწავლო პროექტის შაბლონის შევსება; გავეცანით სხვადასხვა პროექტის გეგმის ნიმუშს. სტანდარტების დადგენის შემდეგ განვიხილეთ ვიუვერში მოდული 2-ის ნაბიჯი 2.-სასწავლო მიზნების შემუშავება. სასწავლო პროექტის დაგეგვმის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია მოსწავლეთა მიერ შესასწავლი საკვანძო საკვანძო საკითხების გამოვლენა. მიზნები კი უნდა იძლეოდეს დაკვირვებისა და შეფასების საშუალებას. გავეცანით ბუნდოვან, დავალებაზე ორიენტირებულ მიზნებს და სპეციფიკურ, სწავლებაზე ორიენტირებულს. ვიუვერიდან გავეცანით განახლებული ბლუ